სამართალი
აღნიშნული ტრენინგის მიზანია უწყებებს შორის კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებული რეაგირების არსებული მექანიზმების გამოცდა და დემონსტრირება.
ტრენინგი წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით ჩატარდა, გერმანულ საფლაგმანო გემ MOSEL–ზე მოეწყო ხანძრის სიმულაცია. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ, პორტის უსაფრთხოების სამსახურმა და ბათუმის მუნიციპალურმა სამაშველო სამსახურმა.
სწავლების დასრულების შემდეგ საფლაგმანო გემ MOSEL–ის ადმინისტრაციის ოფიცერმა ჰონალდ პუსტლაუკმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამსახურის მაშველებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ტრენინგში ასევე ჩართულები იყვნენ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“–ის, საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების ბათუმის სამმართველოს თანამშრომლები.