საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები სახელმწიფოს სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „დიდგორი 2013“.
სწავლების მიზანია კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კოორდინაცია.
„დიდგორი 2013“ სიმულაციური სწავლების სისტემით მიმდინარეობს. სწავლების ფარგლებში, სცენარის მიხედვით, თავდაპირველად ხდება სტიქიური უბედურება, რა დროსაც წამყვანი როლი ეკისრება კრიზისების მართვის საველე ოპერაციების ცენტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით შს მინისტრის ბრძანებით იქმნება. ცენტრი წარმოადგენს ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირების გაერთიანებულ შტაბს, რომელიც სტიქიური უბედურების დროს სამოქალაქო მოქმედების გეგმას შეიმუშავებს.ამ ცენტრის მართვის კოორდინაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. გაერთიანებული ცენტრის პრესსამსახურის ფუნქციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო ასრულებს, რომელიც ყველა სამინიტროს სახელით აკეთებს განცხადებებს და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას აწვდის მედიას.
უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2013“ დღეს, 9 სექტემბერს, დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.