საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში
საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვია.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.