აქტუალური
საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. 9 სექტემბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადება:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 9 სექტემბერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი “ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გეგმავს. ამ მიზნით, საქართველოს სამხედრო ავიაციის ისტორიაში პირველად დაგეგმილია ავია-შოუს მოწყობა.თბილისის თავზე ფრენებს განახორციელებენ Су-25 და L-39 ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც შოუს განმავლობაში სხვადასხვა სახის საავიაციო ილეთებს შეასრულებენ.
ფრენები განხორციელდება მარნეულის სამხედრო აეროდრომიდან”.