რუსეთის 3 სამხედრო გემი ბოსფორის გავლით სირიის საზღვაო აკვატორიაში შევიდა
საქართველო, 6 სექტემბერი,
საქინფორმი. 2013 წლის 5 სექტემბერს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები ბოსფორის გავლით სირიის საზღვაო აკვატორიაში შევიდნენ.
უცხოური მედიის ცნობით, ამჟამად ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ აკვატორიაში რეგულარულად განთავსდება 4 რუსული სამხედრო გემი. ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ხომალდების შემადგენლობაშია „ადმირალი პანტელეევი“ (წყნარი ოკეანის ფლოტი), სადესანტო გემები „ადმირალი ნეველი“ (წყნარი ოკეანის ფლოტი), „ალექსანდრე შაბალინი“ ( ბალტიის ფლოტი), ფრეგატი „ნეუსტრაშიმი“ (ბალტიის ფლოტი) და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი გემები.