საზოგადოება
ვანო მერაბიშვილთან ექიმები შევიდნენ

vanoსაქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ე.წ. მატროსოვის ციხეში, მისი ოჯახის წევრების თხოვნით, ექიმი გრიგოლ ხურციძე შევიდა.
ექიმის განმარტებით, მერაბიშვილის ახლობლებისა და ადვოკატებისგან მისთვის ცნობილია, რომ ყოფილ პრემიერს ხერხემლისა და გულის პრობლემები აქვს. მისივე განმარტებით, სამედიცინო დათვალიერების შემდეგ გადაწყდება, სად გააგრძელებს მკურნალობას მერაბიშვილი.

ამჟამად მერაბიშვილთან საპატრიარქოდან მოვლინებული ექიმიც იმყოფება.