საზოგადოება
„მარტო კავკასიას არ ემუქრება ნეგატიური შედეგები, რომლებსაც სირიაში გაეროს არასანქცირებული ძალისმიერი სცენარის გამოა მოსალოდნელი. დარწმუნებული ვარ, დაზარალდება არა მარტო კავკასია, არამედ ახლო, შუა აღმოსავლეთი, რასაც გამოძახილი მოჰყვება მთელ მსოფლიოში. და აქ საუბარი არაა რუსეთის, ჩინეთის, ირანის და არაბული აღმოსავლეთის რიგი ქვეყნების პოზიციაზე“, - განუცხადა კარასინმა ინტერნეტ-გამოცემა “Russia Direct”-ს.
რაც შეეხება ევროპას, კარასინი დარწმუნებულია, რომ მისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია ერაყის გაკვეთილს, ამჯერად კი ყველაფერი შესაძლოა გაცილებით მტკივნეულად მოხდეს. მისი აზრით, ეს თვალსაჩინოდ უჩვენა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმაც, რომელმაც ამ დღეებში უარი განაცხადა სირიაში სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე.