სამართალი
ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი დააკავეს
rati-samyuraSviliსაქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანის განცხადებით, ყოფილი პარლამენტარი, რამდენიმე პირთან ერთად, ნარკოდანაშაულისთვის აიყვანეს. სამყურაშვილისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ამჟამად იგი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რატი სამყურაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან ორი  მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.