აქტუალური
თეა წულუკიანი: „პირადი ინტიმური კადრების გამოქვეყნებისთვის გვინდა, რომ მხოლოდ პატიმრობის სასჯელი დარჩეს“
1-culukiani-teaსაქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. პირადი ინტიმური კადრების გამოქვეყნებისთვის სასჯელი მხოლოდ პატიმრობა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის მოქმედ კოდექსში ამ დანაშაულისთვის ჯარიმა და პატიმრობაა გათვალისწინებული. მინისტრი მიიჩნევს, ცვლილებების შედეგად აღმკვეთ ღონისძიებად მხოლოდ პატიმრობა უნდა დარჩეს. მუხლები ჯარიმასთან ერთად პატიმრობასაც ითვალისწინებს, ჩვენი მიზანია რომ ჯარიმა საერთოდ გავაქროთ ამ მუხლებიდან, რადგან უადგილო და სასაცილო ვუწოდეთ ჩვენ იმას, რომ როდესაც ადამიანის ისეთი პირადი ინტიმური კადრები ვრცელდება, როგორიც ჩვენ ამას წინათ ვიხილეთ. ამ კადრების გავრცელებას რომ მოჰყვეს როდესმე მხოლოდ ჯარიმა, ეს აუტანელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რომლის აშენებაზე ჩვენ ამდენს ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა რომ მხოლოდ პატიმრობის სასჯელი დარჩეს. ახლა იმაზე ვმსჯელობთ, რამდენი წელი შეიძლება იყოს ეს“,– განაცხადა წულუკიანმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები ე.წ. მოდულის შენობაში, მედიის წარმომადგენლების, შსს-ს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და სპეციალურად შექმნილი კომისიის თვალწინ საჯაროდ განადგურდა.