აქტუალური
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორი საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები თედო ჯაფარიძე და ანი მიროტაძე არიან.
"მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილება სწორი არ არის, მაგრამ კონსტიტუცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ელჩების დამტკიცებაში პარლამენტის როლს არ ითვალისწინებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ პარლამენტის როლი კნინდება, არამედ ელჩებსაც, რომლებიც პარლამენტის მიერ არიან დამტკიცებულნი, ბევრად მაღალი ლეგიტიმაცია გააჩნიათ", - განაცხადა მიროტაძემ.