აქტუალური
საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. წინასწარი მონაცემებით, 4-5 სექტემბერს სტიქიამ დასავლეთ საქართველოს 3 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ განაცხადა და განმარტა, რომ ზარალის დამთვლელი კომისია ზარალის ზუსტ ოდენობას 4 დღეში იქნება დაადგენს.
„4-5 სექტემბერის სტიქიის შედეგად, ზიანი მიადგა ქალაქ ბათუმს, ქედასა და ქობულეთის მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება ზიანი, რაც, ასევე, უხვი ნალექისა და მეწყერსაშიში ზონების გააქტიურებით არის გამოწვეული.