პოლიტიკა
საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ესტუმრა. დღეს ბიძინა ივანიშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. დღესვე გაიმართება შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ლატვიელ კოლეგასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მონუმენტის ყვავილების თაიგულით შემკობის ცერემონიაში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.