პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის კომენტარი სირიის სამხედრო ინტერვენციაში საქართველოს მონაწილეობაზე

politika-2„დიდგორი 2013“-ის ღია კარის დღეზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრს მედიის წარმომადგენლებმა სირიის კრიზისში საქართველოს მონაწილეობაზე დაუსვეს შეკითხვა.  „ჯერ-ჯერობით სამხედრო ოპერაციის შინაარსი გადაწყვეტილი არ არის. მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით,   ჩვენი პარტნიორების მხრიდან სახმელეთო ოპერაცია არ იგეგმება. ამიტომ, ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არც დაყენებულა და არც განხილულა“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გლობალური უსაფრთხოების სფეროში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზეც  გაამახვილა  ყურადღება. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაშია ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ აღანეთში უსაფრთხოების შენარჩუნებაში.