სამართალი
ბათუმს ნატოს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2–ის გემები ეწვევიან

1-natos-sam3საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს ბათუმს ე.წ „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში ნატოს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2–ის გემები – ორი გერმანული და ერთი თურქული გამნაღმველი ფრეგატი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში გემის ეკიპაჟები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალების საზღვაო მყვინთავებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ზღვის ფსკერზე ჩაატარებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი „საპორტო ვიზიტი“ საქართველო-ნატოს პარტნიორობის ისტორიის მანძილზე პირველად ხორციელდება და მიზნად ნატოს პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას ისახავს.