უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვთან დაკავშირებას ითხოვდა და კავშირს წყვეტდა

1-mid-gosdepსაქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 31 აგვისტოს არაერთხელ ითხოვა საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან, თუმცა, მოსკოვის თანხმობის შემდეგ ყოველ ჯერზე დაკავშირების შეუძლებლობაზე ლაპარაკობდა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

„მიუხედავად ჩვენი მუდმივი თანხმობისა, ამერიკის მხარე ყოველ ჯერზე გვატყობინებდა, რომ შეუძლებელი იყო სახელმწიფო მდივანთან დაკავშირება და საამისო მიზეზებსაც არ ასახელებდა, ხოლო წინადადებას, შეგვეთანხმებინა კონკრეტული სასაუბრო დრო, გამოხმაურება არ მოჰყოლია“, - განაცხადა მან.

31 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესში ფორმალური განაცხადი შეიტანა სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობის მისაღებად.