უცხოეთი
„სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა თავისი ქვეყნის გადაწყვეტილების შესახებ, გაერთიანდეს საბაჟო კავშირში და ამ მიზნით აუცილებელი პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას, შემდგომ კი მონაწილეობა მიიღოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში“, - ნათქვამია ორი ქვეყნის პრეზიდენტთა ერთობლივ განცხადებაში უმაღლესი დონის მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით.
პუტინმა და სარგსიანმა დაადასტურეს რუსეთისა და სომხეთის სწრაფვა ევრაზიის სივრცეში ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომი განვითარებისკენ. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სამოკავშირეო პარტნიორობის მდგომარეობა და პერსპექტივები და საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების საკითხები, - ნათქვამია განცხადებაში.