უცხოეთი
პუტინი – სირიასთან დაკავშირებით აშშ-ის გამოსვლებზე: ცრუობენ და თანაც იციან, რომ ცრუობენ

1-vrutსაქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ხელისუფლება კონგრესში სირიაში ძალის გამოყენების საკითხზე მსჯელობისას ცრუობს, როცა ამბობს, რომ ამერიკული იერიშები არ გამოიწვევს „ალ-კაიდას“ პოზიციების გაძლიერებას ამ ქვეყანაში, ასევე მაშინ, როცა ირწმუნება, რომ „ალ-კაიდა“ სირიაში საერთოდ არ არსებობს, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

„ცრუობენ, რა თქმა უნდა, თანაც ულამაზოდ. ვნახე დებატები კონგრესში. კონგრესმენი ეკითხება ბატონ კერის: არის „ალ-კაიდა“? ამბობენ, რომ ის გაძლიერდება. – „არა, გარწმუნებთ, არ არის“, - განაცხადა პუტინმა კონგრესში სირიის სიტუაციის განხილვის მიმდინარეობის თაობაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე ამ საკითხის კომენტირებისას პუტინმა ყველას შეახსენა, რომ „ალ-კაიდა“ ერთ-ერთი ძირითადი ქვედანაყოფია, რომელიც სირიის ოპოზიციის მხარეზე იბრძვის.

„ყველაზე ძირითადი საბრძოლო რგოლი ე. წ. ალ-ნუსრაა, ის „ალ-კაიდას“ ქვედანაყოფია. მათ ეს იციან. ეს არცთუ სასიამოვნო იყო ჩემთვის და გასაკვირიც, ჩვენ ხომ მათთან ვურთიერთობთ, იქიდან გამომდინარე, რომ წესიერი ხალხია. ცრუობს და იცის, რომ ცრუობს. სამწუხაროა“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესს არ შეუძლია სანქცია გასცეს სირიაზე იერიშის მიტანასთან დაკავშირებით, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის. აგრესიის ლეგიტიმაცია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებს მიღმა „პრინციპში დაუშვებელია“, - ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორ გადაწყვიტა ობამამ სირიაზე იერიშის მიტანა

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაზე იერიშის მიტანა გადაწყვიტა, შემდეგ კი მოულოდნელად გაავრცელა ინფორმაცია ოპერაციის გადადების შესახებ კონგრესისგან თანხმობის მიღების მომიზეზებით. საბაბად იქცა ინფორმაცია სირიის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. აშშ-ის მონაცემებით, დაიღუპა 1.5 ათასი ადამიანი, მათ შორის 400-ზე მეტი ბავშვი.

თუმცა, ობამამ უფლება დაიტოვა, სამხედრო ოპერაცია იმ შემთხვევაშიც დაიწყოს, თუ რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები უარყოფითი იქნება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ კონგრესი მხარს დაუჭერს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას.

ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყოველდღე გადიან კონსულტაციებს კანონმდებლებთან. სამშაბათს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, პენტაგონის ხელმძღვანელი ჩაკ ჰეიგელი და შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარტინ დემპსი.

სირიასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვა კონგრესში არა უადრეს 9 სექტემბრისა დაიწყება.

რას მისცემს ხმას კონგრესი

კონგრესში სირიაზე შეტევის მხარდამჭერებიც არიან და მოწინააღმდეგეებიც. კერძოდ, წინააღმდეგია რიგი დემოკრატებისა, რომლებიც ერაყის წარუმატებელ გამოცდილებაზე მიუთითებენ. 2003 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციამ კონგრესისგან მოითხოვა და მიიღო თანხმობა სამხედრო მოქმედებების განხორციელებაზე, წარმოადგინა რა მცდარი სადაზვერვო ინფორმაცია ერაყში მასობრივი იარაღის გამოყენებაზე. ობამას წინადადების წინააღმდეგია ასევე რესპუბლიკური პარტიის ე. წ. იზოლაციური ფრთა, რომლის წარმომადგენლებიც უცხო ქვეყნების საქმეებში აშშ-ის ფართო ჩარევას ეწინააღმდეგებიან.

სენატორი-რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი: „ჩვენ მსოფლიო პოლიციელი არა ვართ. ამის უფლებას თავს ვეღარ მივცემთ, ამ სამხედრო თავგადასავლებისა, რომლებიც ათწლეულებით და მეტით ომში გვითრევს“.

როგორია რუსეთის პოზიცია სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით

პირველ არხსა და სააგენტო „ასოშიეითედ პრესს“ პუტინმა განუცხადა, რომ არ გამორიცხავს მოსკოვისგან თანხმობის მიღებას სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე, თუ დამასკოს ბრალეულობა ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე დამტკიცდება. თუმცა, ამასაც მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაცემული სანქციის შემთხვევაში მოიმოქმედებს.

„არ გამოვრიცხავ ამ (რფ-ის) თანხმობასაც. თუმცა, მსურს თქვენი ყუადრება მივაპყრო ერთ აბსოლუტურად პრინციპულ გარემოებასაც. მოქმედი საერთაშორისო სამართლის თანახმად, სუვერენული სახელმწიფოს მიმართ იარაღის გამოყენების სანქცია მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ შეიძლება გასცეს. ნებისმიერი სხვა საბაბი და საშუალება, რომლებიც გაამართლებდნენ ძალის გამოყენებას დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, დაუშვებელია და სხვაგვარად არ კვალიფიცირდება, თუ არა აგრესიად“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.