უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სირიაზე იერიშის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე წუხს

1-gossekretarსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ჯონ კერიმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი სირიასთან დაკავშირებით პოზიციას სანკტ-პეტერბურგში „დიდი ოციანის“ სამიტზე შეიცვლის. კერის თქმით, მოსკოვიცა და ვაშინგტონიც სირიაში კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მომხრეა.

აშშ-მა წინდახედულად უნდა იმოქმედოს, რომ ზიანი არ მიაყენოს მოსკოვთან კავშირებს. ასეთი პოზიცია დააფიქსირა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირიაზე შესაძლო იერიშზე საუბრისას, - იუწყება „იტარ-ტასი“.

ამავე დროს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი საბრძოლო ხომალდი დაიძრა. დიდი სადესანტო გემები „ნოვოჩერკასკი“ და „მინსკი“ დანიშნულების რაიონში 5-6 სექტემბერს ჩავა და ოპერატიული სარდლობის გეგმების მიხედვით ამოცანების შესრულებას შეუდგება.