სამართალი
შსს–მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

1-geroin-sam3საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1986 წელს დაბადებული პაპუნა მ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებუმა 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი თურქეთიდან საქართველოში სხეულით შემოიტანა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 1,0032 გრ ჰეროინი. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ დაკავებისას პაპუნა მ. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ჩადენილი დანაშაული რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.