სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი NDI-ის დელეგაციას შეხვდა

1-delegac-sam1საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ეროვნულ–დემოკრატული ინსტიტუტის” (NDI) დელეგაციის წინასაარჩევნო შემფასებელი მისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ მისურის შტატის ყოფილი მდივანი რობინ კარნაჰარი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად სტოკჰოლმში უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი პერ ეკლუნდი, ნიუ ჯერსის შტატის პირველი ქალი გუბერნატორი კრისტინ ტოდ უაიტმანი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი დემონ უილსონი, NDI–ს ევრაზიის რეგიონული დირექტორი ლორა ჯევეტი, NDI–ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, წინასაარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების მოქმედების აქტივობაზე და საარჩევნო გარემოზე.