პოლიტიკა
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პრემიერმა პრესკონფერენციის დაწყებისას ყურადღება გაამახვილა, იყო ის, რომ „ბოლო დროს ძალიან ბევრი სპეკულაცია მიდის ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით“.
„ციფრების შედარებით მართლაც გამოიკვეთა, რომ ეკონომიკური ვარდნა არსებობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ აქ არავითარი ბრალეულობა ახალი ხელისუფლების არ არის. პირიქით, სწორედ ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების ხანგრძლივი საქმიანობის. ეკონომიკა იმართებოდა არასწორი მეთოდებით და ის ზრდა, რაც ციფრებით მიღწეული იყო, მიღწეული იყო ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობით და ერთი კაცის გადაწყვეტილებების შედეგად. ნაწილი სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტურად ხორციელდებოდა, მხედველობაში მაქვს ის პატარა ინფრასტრუქტურული მშენებლობები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებდა, ხოლო სხვა დანარჩენი მშენებლობები, კერძოდ, ქუთაისის პარლამენტის, ბათუმის თაუერის, ანაკლიის აკვა-პარკის და სხვა მსგავსი მშენებლობები უხარისხო იყო. ხშირად ამაში იყენებდნენ კერძო კომპანიების დაუფინანსებელ რესურსებს“, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე განმარტა, რომ მთავრობამ ეკონომიკის გაჯანსაღება დაიწყო.