პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად“

1-biz-1საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს, 4 სექტემბერს, 10 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ჟურნალისტებთან.

პრესკონფერენციის დაწყებისთანავე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე გონიერების გამოჩენისკენ მოუწოდა და სთხოვა, ყურადღება მიაქციონ – “ვინ რას ჰპირდება და აქვთ თუ არა შესრულების თავი”.
მინდა მოგიწოდოთ, რომ გამოვიჩინოთ გონიერება, რათა ეს არჩევნები იყოს ხარისხობრივად განსხვავებული. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად და რომელიმე კანდიდატის მიერ სახელისუფლებო რესურსი არ იყოს გამოყენებული, მაგრამ მთავარი იქნება საზოგადოების ქმედება. კარგი იქნება, თუ გავაცნობიერებთ ბოლო 20 წლის პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგებს, დავფიქრდებით, დასკვნებს გავაკეთებთ და ემოციების გარეშე დავიწყებთ არჩევანის გაკეთებას. გარწმუნებთ, რომ პრობლემები, რომლებიც ბოლო წლებში გადავიტანეთ, ძირითადად უკავშირდებოდა სწორედ პოლიტიკას და ხელისუფლებას, რომლის ამრჩევი ვიყავით ჩვენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლებას ჩვენ ვირჩევთ და ვაყენებთ ჩვენს სამსახურში. გადავდოთ ემოციები გვერდზე, თორემ შეიძლება ისევ შეცდომა დავუშვათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.