პუბლიკაციები
საქინფორმი ულოცავს ქართველ ჟურნალისტს - სოხუმელ თენგიზ პაჭკორიას კომპანია "Дзинтарс"-ის საერთაშორისო ფოტოკონკურსში გამარჯვებას!

1-an-zintarsსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ქართველი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია იურმალაში ლატვიური კომპანია "Дзинтарс"-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო ფოტოკონკურსის "Лето с косметикой "Дзинтарс" გამარჯვებული გახდა.  კონკურსის მონაწილეთა შორის კომპანიის მიერ  მიწვეული სხვადასხვა ქვეყნისა და ასაკის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც წელს იურმალას სტუმრობდნენ.

გამარჯვებული "Дзинтарс"-ის Facebook გვერდზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეების  მიერ ხმის მიცემის წესით  გამოვლინდა. თენგიზ პაჭკორია მთავარი პრიზის - "Дзинтарс"-ის მიერ წარმოებული პარფიუმერული პროდუქციის დიდი კალათის მფლობელი გახდა. თენგიზ პაჭკორიას ფოტომასალამ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

"ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩემს სასარგებლოდ მისცა ხმა. წლების წინათ ვერც წარმოვიდგენდი, რომ 53 წლის ასაკში იურმალას ყველაზე მომხიბვლელი სტუმრის სტატუსისა და ასეთი პატივსაცემი კომპანიის მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი გავხდებოდი. რომ არა ჩემი ფეისბუქელი მეგობრების, კეთილისმსურველების, კოლეგებისა და სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერა საქართველოდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან, გამარჯვება გამიჭირდებოდა. დიდი მადლობა მათ! მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ჩაცმულობითა და ანტურაჟით შევეცადე დამეფიქსირებინა სიმპათია ლატვიის მიმართ და სიყვარული ჩემი ერთიანი, კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ! ყველას დიდი მადლობა !" - წერს სოხუმელი თენგიზ პაჭკორია თავის გვერდზე Facebook-ში.

საქინფორმის რედაქცია სულითა და გულით ულოცავს გამარჯვებას თავის მომხიბვლელ მეგობარსა და კოლეგას თენგიზს!

ცნობისათვის: ამჟამად თენგიზ პაჭკორია სლოვენიაში იმყოფება და იქიდან აშუქებს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის პერიპეტიებს და ევროპის პირველობაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობას.

1-an-zintars-1 1-a-zintars-2