უცხოეთი
ფრანგული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის ლიდერმა დასავლეთისგან იმის „უმცირესი მტკიცებულება“ მოითხოვა, რომ მან 21 აგვისტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ვინც ბრალს გვდებს, მტკიცებულებებიც უნდა წარმოადგინოს. გვინდა, რომ აშშ-მა და საფრანგეთმა მტკიცებულებები წარმოგვიდგინონ. ობამასა და ოლანდს ამის გაკეთება არ შეუძლიათ“, - განაცხადა ასადმა.
სირიის პრეზიდენტის თქმით, ბარაქ ობამა სუსტი ლიდერია, რადგან არ შეუძლია აღიაროს, რომ ქიმიური იერიშის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.