საზოგადოება
წულუკიანი: „ჩემთვის მომავალი პრემიერ-მინისტრის გუნდში დარჩენისთვის არის ორი პირობა“

1-culukianსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის ახალ პრემიერ-მინისტრთან მუშაობის ორი პირობა არსებობს, - ამის შესახებ მან სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ამბასადორიალზე განაცხადა.

ჩემთვის მომავალი პრემიერ-მინისტრის გუნდში დარჩენისთვის არის ორი პირობა, ერთი, რომ თავად აინტერესებდეს ჩემთან მუშაობა და მეორე უკვე არის ჩემი ინტერესი, რომ ვიმუშაო იმ პრემიერ-მინისტრთან, ვინც იქნება ბიძინა ივანიშვილის შემცვლელი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, ვერავინ ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ კოალიციურ რეჟიმში არ გააგრძელოს მუშაობა იმ პროგრამის შეასრულებლად, რა პირობაც მივეცით ჩვენ ქართველ ამომრჩეველს.

„პირადად ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პრემიერი მას შემდეგ წასულიყო, რაც სახელმწიფოში ყველაფერი დალაგდებოდა. როგორც ჩანს, ის ამას იზიარებს, მაგრამ მაინც ძალიან მალე აპირებს, რომ იმ ერთ-ერთ ყველაზე სუსტ წერტილში გადაინაცვლოს, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ქვია და ამით დაეხმაროს სახელმწიფოს რეალურად დემოკრატიულ სტრუქტურად ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.