საზოგადოება
„ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება ახალ რეალობას შეცვლის ქვეყანაში. იქნება უფრო კონკურენტუნარიანი გარემო. მომწონს, რომ ის აპირებს საზოგადოებრივი მოღვაწეობა გააგრძელოს. ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივი. ნაადრევია ინსინუაციები მომავალ პრემიერზე”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, სადაც განაცხადა, რომ პოლიტიკის დატოვებას და სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებას აპირებს, თუმცა პოლიტიკიდან წასვლის თარიღი არ დაუსახელებია.