პოლიტიკა
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. დღეიდან საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს. დღეს ჩატარდება ბიუროს სხდომა, რომელიც 15:00 საათისთვის არის დანიშნული. პლენარული სხდომები კი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის ცნობით, 4, 5 და 6 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.
რაც შეეხება საშემოდგომო სესიის დღის წესრიგს, პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისთვის ემზადება.