შს სამინისტრომ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 8 პირს ბრალი წაუყენა
საქართველო, 3 სექტემბერი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში სხვადასხვა სასტუმროების და საუნის დროებით მფლობელებს: 1973 წელს დაბადებულ
ციცინო კ–ს, 1967 წელს დაბადებულ
ფატიმა ა–ს
, 1954 წელს დაბადებულ
მარიამ ბ–ს
, 1976 წელს დაბადებულ
ნინო დ–ს
, 1953 წელს დაბადებულ
ლუიზა კ–ს
, 1967 წელს დაბადებულ
მარინე შ–ს
, 1959 წელს დაბადებულ
დარეჯან ა–ს და 1954 წელს დაბადებულ
მერაბ ა–ს ბრალი პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ფაქტზე წაუყენეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში გოგოლის, ცისკარიშვილის, გორგასლის, ხევძმარის, ნეველის ქუჩებსა და კახეთის გზატკეცილზე მდებარე სასტუმროებში პროსტიტუციისათვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლით მიმდინარეობს.