სამართალი
შს სამინისტრომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

1-braldebuli-sam-3საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ეთერ ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, დილით, გურჯაანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლის ბებიას, 1934 წელს დაბადებულ ზინა ჯადუგიშვილს ცივი იარაღით ყელში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზინა ჯადუგიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ეთერ ხ. მომხდარიდან საათნახევარში საგარეჯოს რაიონში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.