სამართალი
სამართალდამცველებმა ორივე პირი ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე დააკავეს. ჰაჯი ჯ-ს პირადი ჩხრეკისას 63 აბი, ხოლო მანუჩარ კ-ს პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ჰაჯი ჯ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა–გასაღების ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო მანუჩარ კ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).