აქტუალური
კომისიის ერთადერთი წევრი, რომელმაც ფარული ჩანაწერების 5 სექტემბერს განადგურების წინააღმდეგ მისცა ხმა, კახა კახიშვილი იყო. კახიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მასალის განადგურებამდე უნდა მომხდარიყო იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და ბოროტად გამოყენებით ინტიმური შინაარსის მასალები უკანონოდ გადაიღეს.
„ის, რომ ეს მასალები ნადგურდება, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ დაისჯებიან. არც საერთაშორისო და არც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობას", - განაცხადა კახიშვილმა.