აქტუალური
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ოთხკვირიანი სწავლება 4 ფაზისგან შედგება.
პირველ ეტაპზე კურსში მონაწილე სამხედროები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საბაზისო ზაფხულის კურსის განმავლობაში შესწავლილ უნარ-ჩვევებს გაიხსენებენ და მყინვარწვერზე გადაადგილებისთვის მოემზადებიან.
მეორე ეტაპი ყაზბეგის რაიონში მყინვარწვერზე გადაადგილებასა და ზღვის დონიდან 4100–მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრას დაეთმობა. მესამე ეტაპზე კი მონაწილეები აბულის სასროლეთზე მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევებს დახვეწენ. კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ.
ოთხკვირიანი შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი 27 სექტემბერს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დასრულდება.