უცხოეთი
აშშ-ის სპეცსამსახური ბრაზილიისა და მექსიკის პრეზიდენტებს უთვალთვალებდა

1-specsluzhbaსაქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სპეცსამსახურები ბრაზილიისა და მექსიკის პრეზიდენტების - დილმა რუსეფისა და ენრიკე პენია ნიეტოს სატელეფონო საუბრებსა და ქსელურ მიმოწერას აკონტროლებდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესმა“ განაცხადა ბრაზილიურ მედიაზე დაყრდნობით, რომლის ხელთ აღმოჩნდა ცსს-ს ყოფილი თანაშრომლის ედვარდ სნოუდენის მიერ მიწოდებული დოკუმენტები.

ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების უწყება ლამობს მეტი შეიტყოს რუსეფისა და მისი თანამშრომლების კავშირებსა და კონტაქტებზე სპეციალური პროგრამის მეშვეობით. ტელეარხ Globo-ს მონაცემებით, ეს პროგრამა სრულად ხელმისაწვდომს ხდის ბრაზილიის პრეზიდენტისა და მისი თანაშემწეების კონტაქტებს, რომლებიც ტელეფონით, ინტერნეტით ანდა სოცქსელებით ხორციელდებოდა.

ტელეარხის ცნობით, რუსეფმა, რომელიც ოქტომბერში აშშ-ში სტუმრობას გეგმავს, კვირას მთავრობის სამუშაო შეხვედრა გამართა არსებულ ვითარებაზე მსჯელობისათვის.