უცხოეთი
შეტევა სირიაზე: ათვლა დაიწყო

1-udar-siriaსაქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო ექსპერტთა აზრით, სამხედრო ოპერაცია 10 დღის შემდეგ დაიწყება. უწინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ თვითონ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ახლა კი ჯერი კონგრესზეა.

3 სექტემბერს საკითხს საპროფილო კომიტეტი განიხილავს, 9 სექტემბერს კი – მთელი კონგრესი. თეორიულად იერიში შესაძლოა უკვე 10 სექტემბერს განხორციელდეს. ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ შესაძლებელია, აქცია პარლამენტართა თანხმობის გარეშეც ჩატარდეს.

ტელეარხ NBS-ის ბოლო გამოკითხვის შედეგებით, ამერიკის მოსახლეობის ნახევარი სირიაში სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წინააღმდეგია, 42 % კი – მომხრე. დანარჩენებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ.

კოალიციის ქვეყნებშიც ერთგვაროვანი აზრი არ არსებობს. ამის მაგალითია ბრიტანეთის პარლამენტი, რომელიც ასევე წინააღმდეგია.

არადა, იერიშის გარეშეც არ შეიძლება: პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქიმიური შეტევისთვის დასჯის, მაშასადამე, ასეც მოხდება. ზესახელმწიფო სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაადასტურა, რომ სპეცსამსახურებს აქვთ იმის მტკიცებულებები, რომ სწორედ სირიის სამთავრობო ჯარებმა განახორციელეს ქიმიური იერიში. თუმცა, ეს მათთვის ძალზე არალოგიკურია, - განაცხადა გასულ უქმეებზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

დარტყმა მაღალეფექტიანი უნდა იყოს, ამასთან, მოკავშირეთა მხრიდან მინიმალური მსხვერპლიც კი დაუშვებელია.

კიდევ ერთი ინტრიგა კი იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა რუსეთი ზეგავლენის მოხდენას საიმისოდ, რომ სამხედრო იერიში არ განხორციელდეს. საერთო აზრი ასეთია: სავარაუდოდ, ვერა.