სამართალი
შს სამინისტრომ ნარკოდანაშაულისათვის ერთი პირი დააკავა

1-arrest-sam3საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ვაჟა შ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით სარფის საბაჟო–გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთიდან სხეულით 5 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი შემოიტანა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,04 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას ვაჟა შ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).