პოლიტიკა
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო შეაჯამა. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მთავარი მიღწევა სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასაწყისი, ძალოვანი ორგანოების ხალხის სამსახურში ჩაყენება და საკონსტიტუციო ცვლილებებია. პრემიერმა პრეზიდენტობის კანდიდატზეც ილაპარაკა. მისი განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ასობით გარემონტებული საჯარო სკოლა და მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემა სწორედ გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა.