აქტუალური
„მეგობრები არ არიან!“ – პირველი ოფიციალური კომენტარი წულუკიანისა და “კრიტის” ყოფილი მაყურებლის სკანდალურ ფოტოებზე

1-akt-2-scandalსაქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ვიღაცა ყოველთვის იღებს მასთან ფოტოს! – ასეთ კომენტარს აკეთებს „სკანდალურ ფოტოზე“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პრესმდივანი.

როგორც მარიამ სხილაძემ „პირველ რადიოს“ განუცხადა, ამ ფოტოზე არაფერია მნიშვნელოვანი. სხილაძის ინფორმაციით, ფოტო რომელიღაც წვეულებაზეა გადაღებული.

„რა შეფასება უნდა მივცე, გადაიღო ადამიანმა ფოტო. რაღაც წვეულება იყო და ეს ადამიანიც, ფაქტია, რომ იყო იქ და ფოტო გადაიღო. მეგობრები არ არიან. მინისტრს უამრავი ადამიანი ხვდება სხვადასხვა შეკრებზე ან დაბადების დღეზე, ან რაიმე სხვა წეულებაზე და ვიღაცა ყოველთვის იღებს მასთან ფოტოს . აქ არაფერია მნიშვნელოვანი. მეტი არაფერი შემიძლია გითხრათ. არანაირი ისეთი ფოტო არ არის ახლა ეს…“ – განაცხადა „პირველ რადიოსთან“ საუბარში მარიამ სხილაძემ.

ფოტოები “თავისუფალმა ზონამ” 30 აგვისტოს ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.

1-akt-scandal-1