რედაქტორისგან
სენსაცია! „Veterans Today“: ქიმიური იარაღი სირიელმა მეამბოხეებმა გამოიყენეს და სირიაში საქართველოდან, აშშ–ის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიიდან თურქეთის არმიის ქვედანაყოფებმა ჩაიტანეს აშშ–ის ხელშეწყობით

1-polit-3-qimoruJieსაქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. სამშაბათს, 2013 წლის 27 აგვისტოს, ცნობილმა ამერიკელმა სპეციალისტმა პოლიტიკური გამოძიების სფეროში, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის და დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების გამოცემის „ვეტერანები დღეს“ («Veterans Today») მთავარმა რედაქტორმა გორდონ დაფმა გამოაქვეყნა სტატია შეერთებული შტატების კონტრაქტორები სირიაზე ქიმიურ შეტევას ადასტურებენ“ (US Contractors Cited for Syrian Chem Attacks) და ვიდეო სახელწოდებით „სირიაზე სააირო შეტევასთან სირიის რეგულარულ არმიას საერთო არაფერი აქვს“ («Syrian Gaz Attack Proof Syrian Army Has No Ivolvement»), რომლებშიც, კერძოდ, ნათქვამია:

„ვიდეო, რომელსაც თქვენ უყურებთ, სირიაშია გადაღებული. მასზე ასახულია ქიმიური იარაღი, რომელიც საქართველოდან იქნა გადმოგზავნილი. ამ ყველაფრის უკან ამერიკა დგას. ჯეკ კემი – ეს ის ადამიანია, რომლის დახმარებითაც ეს იარაღი სირიაში საქართველოდან თურქეთის ტერიტორიის გავლით ჩამოვიდა აშშ–ის ხელშეწყობით. შეხედეთ ამ იარაღს, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული, შეხედეთ, როგორ მოჰყავთ ის მოქმედებაში. აშშ–ის ქიმიური იარაღის პროგრამა სირიელ ამბოხებულებს WMD–ით (მასობრივი განადგურების იარაღი – საქინფორმი) უზრუნველყოფს.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ამერიკის მიერ კონტროლირებადი რეგიონიდან ქიმიური იარაღის მოწოდება. ქიმიური იარაღის კვალს საქართველოს რესპუბლიკიდან მოჰყვნენ და „ალ–კაიდას“ ტერორისტებს სირიის ტერიტორიაზე თურქეთის არმიის ქვედანაყოფებმა ჩამოუტანეს. ჟურნალისტებმა ჯეფრი სილვერმანმა და ლიკა მოშიაშვილმა აღმოაჩინეს საიდუმლო არალეგალური ოპერაციები აშშ–ის მიერ კონტროლირებად ცენტრალურ ლაბორატორიაში (აშშ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია (CPHRL) თბილისის გარეუბანში, ალექსეევკის დასახლებაში – საქინფორმი)“.

საქინფორმის რედაქციისგან: გუშინ, 2013 წლის 29 აგვისტოს, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის პუბლიკაციაში შემდეგს წერდა:

“სირიაში ახალი ომის ფონზე სააკაშვილი წამსვლელია იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და დასახმარებლად ნატოს უსაფრთხოების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალები (ISAF) ან გაეროს სამშვიდობო კონტინგენტი მოიხმოს „კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად და საქართველოში სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად, სტრატეგიული ობიექტების - ნავთობ- და გაზსადენების, გზების, ხიდების, აეროპორტების და სხვა, ახლო აღმოსავლეთში პროცესების გათვალისწინებით, ნატოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვისთვის, აგრეთვე, თბილისის მახლობლად - დასახლება ალექსეევკაში მდებარე აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიისა (CPHRL) თავისი ვირუსის შტამების საცავით, რომლებიც შესაძლოა ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაქმნელად იქნეს გამოყენებული, როგორც სირიაში“.

ნუთუ საქინფორმის მთავარი რედაქტორის ვერსია დადასტურდება?! ყველა შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სერიოზული ყურადღების ობიექტი უნდა გახდეს და საქართველოს შსს–ს მიერ იქნეს გამოძიებული.

1-politika-3-qimoruJie-1 1-polit-3-qimoruJie-2