საზოგადოება
დემურ გიორხელიძე: „კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ?!“

1-demur-giorxeliZeსაქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ექსპერტი დემურ გიორხელიძე facebook-ის საკუთარ  გვერდზე პოლიტიკურ ლიდერებს ერთმანეთის ლანძღვა-გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მივმართავ საქართველოში ყველა ელემენტარული პასუხისმგებლობის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერს!

ამ პოლიტიკანურ "იწილო-ბიწილოში" რომ გართულხართ და ერთმანეთის ძირის გამოთხრაზე ძალას და ენერგიას არ იშურებთ, სირია-ირანის მიმართულებით, რაიმე ძალისმიერი მოქმედებები რომ დაიწყოს - საქართველოს სახელმწიფოებრიობა რომ შეიძლება შეეწიროს ამას, უშვებთ ამ აზრს?!

უპასუხისმგებლო მედია რომ ისევ ჭორების და ამ ხელოვნური დაპირისპირების ტირაჟირებას ახდენს და არ გრძნობს პასუხისმგებლობას და თქვენს დაკვეთილ ტექნოლოგიებს ემსახურება, ეს საშიში არ არის?!

ახლა მაინც ვიმსჯელო სერიოზულად იმ საშიშროებებზე, რომელიც გარდაუვალი ხდება!

კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე?!

ნახეთ ევროპული ქვეყნების პოზიცია - როგორ უფრთხიან საკუთარ მომავალს! აზრზე მოდით, დღეს მაინც!

შეწყვიტეთ ერთმანეთის 22წლიანი ლანძღვა-გინება და დაპირისპირების იმიტაცია!

საშიშროებაა წინ!" - წერს დემურ გიორხელიძე.