აქტუალური
სამართლადამცველებმა ბრალდებული სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. მაგული ბ–ს პირადი ჩხრეკისას საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალების ქილაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 100 გრამი ჰეროინია.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.