პოლიტიკა
თუმცა იმ გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას სრულებით დადებითად მიიჩნევენ, უწინდებურად დაბალია. რესპონდენტთა 2 პროცენტი მათ „მეგობრულს“, ხოლო 4% – „კეთილმეზობლურს“ უწოდებს.
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მდგომარეობა სამხრეთ ოსეთში 2008 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ უფრო გაუმჯობესდა (21%), ვიდრე გაუარესდა (15%). ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა (52%) მიიჩნევს, რომ ურთიერთობა არ შეცვლილა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის სექტემბერს რუსებს არ ჰქონდათ ერთგვაროვანი აზრი იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა სამხრეთ ოსეთის მოვლენები რუსეთის მდგომარეობაზე საერთაშორისო არენაზე, თუმცა მათი რიცხვი, ვინც ნეგატიურ პროგნოზებს (29% ) აკეთებდა, ოპტიმისტ რესპონდენტთა რიცხვს (23%) სჭარბობდა.
გამოკითხვა ივლისის ბოლოს ჩატარდა და მასში რუსეთის 130 დასახლებული პუნქტიდან 1.6 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.