„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მედიასივრცეს არ გამოაკლდეს ისეთი პოპულარული და ობიექტური ინტერნეტრესურსი, როგორიც არის „ინფო 9“ და შექმნილ სიტუაციაში გადავწყვიტეთ გთხოვოთ, საკუთრებაში გადმოგვცეთ აღნიშნული სააგენტოს არამატერიალური ქონება: ბრენდი, სახელი -„ინფო 9“, ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება.
ასევე, გთხოვთ უფლებას, ვისარგებლოთ სააგენტოს კუთვნილი აპარატურის მცირე, მაგრამ აუცილებელი რაოდენობით - განვადებით გამოსყიდვის უფლებით, ამ შემთხვევაში „ინფო 9“-ის თანამშრომლებისთვის გადახდილი ორი თვის კომპენსაცია საშუალებას მოგვცემს, პირველ ეტაპზე არ შევწყვიტოთ საიტის ფუნქციონირება და დამოუკიდებლად მოვიძიოთ დაფინანსების წყაროები.
იმედი გვაქვს, შევძლებთ, სააგენტომ განაგრძოს მუშაობა ისე, რომ შევუნარჩუნოთ არსებული მაღალრეიტინგული პოზიცია ინტერნეტსივრცეში.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გვაქვს თქვენი გულისხმიერების იმედი“, - აღნიშნულია მიმართვაში.