სამართალი
”შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმთა რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვისა და დისკრიმინაციის გახშირებული ფაქტებიდან, ჭელაში მომხდარი ინციდენტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ყველაზე მწვავე შემთხვევად იქცა. ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია ჩატარებული ღონისძიების მიზეზების შესახებ ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს და ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს მიღმაა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მუსლიმების მიერ მინარეთის განბაჟებისას არანაირი ფინანსური ზარალი არ განუცდია, თუმცა, ასეთი ზარალის არსებობის შემთხვევაშიც, სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნდათ მინარეთის დემონტაჟის უფლებამოსილება.
მოვუწოდებთ მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მიეცნენ ის მოხელეები და თანამდებობის პირები, რომელთა უკანონო მოქმედებებმაც უხეშად ხელყვეს სოფელ ჭელას მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები”, - ნათქვამია განცხადებაში.