რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „აუცილებელია გაეროს ექსპერტებს სირიაში სამუშაოს დასრულების საშუალება მიეცეთ“
საქართველო, 29 აგვისტო,
საქინფორმი. აუცილებელია გაეროს ექსპერტებს ქიმიური იარაღის საკითხებში საშუალება მივცეთ, სირიაში თავისი სამუშაო დაასრულონ, - ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
გენადი გატილოვმა გაეროს გენერალურ მდივან
ბენ კი მუნთან შეხვედრისას განაცხადა.
„მოცემულ ეტაპზე აუცილებელია მაქსიმალურად ავამოქმედოთ პოლიტიკურ-დიპლომატიური ინსტრუმენტები, უპირველესად კი, გაეროს ექსპერტებს, რომლებიც სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შემთხვევებზე გამოძიებას აწარმოებენ, მანდატის დასრულებისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსათვის შესრულებული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის წაყენების საშუალება მივცეთ“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.