უცხოეთი
საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. აშშ ახლო აღმოსავლეთში თავის სამხედრო არსებობას აძლიერებს. რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ რეგიონს არ დატოვებს ხომალდთა შენაერთი ავიამზიდ „ნიმიცით“ სათავეში.
შენაერთს პოზიციები უკავია არაბეთის ზღვაზე. ადგილზე რჩება მის ჩასანაცვლებლად წითელ ზღვაში განთავსებული შენაერთიც, რომელსაც სათავეში ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“ უდგას.ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის არმიის შეიარაღებაში იმყოფება 4 საესკადრო ნაღმოსანი, ასობით რაკეტა „ტომაჰავკით“ ბორტზე. ესენია „მაჰანი“, „გრეივლი“, „ბერი“, „რეიმიჯი“.
ამასთან, თურქეთში განთავსებულია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა „ინჯირლიკიც“, სადაც 5 ათასი სამხედრო მსახურობს. იორდანიაში პენტაგონი სამეფო სამხედრო ცენტრს იყენებს, სადაც კიდევ ათასამდე ჯარისკაცი და ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტია“.
ძალების დაჯგუფება ოფიციალური დამასკოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესაძლო დაწყებას უკავშირდება. როგორც სამშაბათს პენტაგონის ხელმძღვანელმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზადაა სირიაზე იერიშისათვის და მხოლოდ პრეზიდენტ ობამას ბრძანებას ელოდება.