სამართალი
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ტრამადოლის შემცველი 72 აბი ამოიღეს.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვაჰით გ-ს ოპიუმის, მეტადონის, ჰეროინის და ტრამადოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).