სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

1-sam-1-mt-vizitსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გუშინ მინისტრმა თურქეთის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორია დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, თურქეთის სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს ეწვია და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო. ამის შემდეგ შს მინისტრი თურქეთის ეროვნული პოლიციის კინოლოგიის ცენტრს ესტუმრა.
დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 
შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერთან და თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორ მეჰმეტ კილიჩლართან. ირაკლი ღარიბაშვილი აგრეთვე ეწვევა თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას და სასწავლო პროცესს გაეცნობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი დღესვე, ა.წ. 29 აგვისტოს დასრულდება.

1-sam-1-vizit-1 1-sam-1-vizit-2