„თურქეთის სპეცსამსახურები არიან ძალიან გააქტიურებული და გათავხედებული საქართველოში. თურქული 30 ვერცხლი ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე და პროვოკაცია, რომელსაც ახლა ადგილი აქვს ახალციხეში, არის შეგნებულად ინსპირირებული თურქეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ, ეთნიკურად ქართველების - ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ იმ ხალხის მიერ, რომლებიც ჯაშუშობენ თურქეთის სასარგებლოდ“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას, რომლის თქმითაც, „ყველაზე რბილი შეფასება, რაც შეიძლება მიეცეს ამას, ეს არის ზღვარს გადასული კრეტინიზმი. ის, რომ ლოცვის დროს მუსლიმანებს მოუხსნა მეჩეთი და მერე გააკეთო განმარტება, რომ ასაწონად წაიღე, არ ჯდება ადამიანური ლოგიკის არანაირ ჩარჩოებში და არანაირ ფარგლებში“.
ექსპერტი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ მინარეთის დემონტაჟი ხელისუფლების სრულიად უგუნური გადაწყვეტილება იყო.
„ძალიან ძნელია იმის მტკიცება, რომ მინარეთის მოხსნა არ შეურაცხყოფს რელიგიურ გრძნობებს. ეს არის ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ნოდიამ.