"ასეთი კეთილგანწყობა, რაც მე ბოლო დღეებში ბათუმში მხვდება, არ შემხვედრია 2004 წლიდან მოყოლებული, ეს ალბათ ნახა ერთმა კაცმა, ზოოპარკის დირექტორმა და არ მოეწონა, შემდეგ გამოუშვა ერთ-ერთი გალიიდან ჩაცუცქული ელემენტები, ჩამოვიდა გუშინ მთელი ბრიგადა, გადაუხადა სასტუმროს ფული, სასამართლო ხარჯები (100 ლარი ღირს პრეზიდენტის შეურაცხყოფა, რუსი დეპუტატის - ათასი ლარი, რუსი დეპუტატის, რომელიც აფხაზეთის ომში ჩვენ წინააღმდეგ იყო).
მე მსურს ვუთხრა ზოოპარკის დირექტორს, რომელსაც შესაძლოა ნერვები ეშლება იმით, რომ ხალხი მეფერება, ტაშს მიკრავს და ეს ტელევიზორში აჩვენეს, მსურს ვუთხრა, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი, თუ შენ ჩაცუცქული ელემენტებით აპირებ პოლიტიკის კეთებას, თუ შენ აპირებ სრულიად გაუმართლებელი ქმედებებით, როგორიც მოხდა ადიგენში, პოლიტიკის კეთებას, მეორეგან დეპუტატების ცემით, მესამეგან ამეების გამოშვებით, ეს ყველაფერი იკვრება ერთ სურათში და მერე ექმნება საზოგადოებას პრობლემა. ის თავის თავს უშველის, ზოოპარკს უშველის და წავა, მაგრამ საზოგადოებამ რა ქნას? როგორ უნდა დავალაგოთ ეს ყველაფერი? როგორ უნდა დავაბრუნოთ ტურისტები, რომლებსაც ეს გააქცევს და შემოსავლები, რომელსაც ეს დააკლებს? პრობლემა ექმნება ქვეყანას, ბევრი ქაოსის დანერგვით. ამას ყველაფერს აქვს კონკრეტული ფასი, გაჩერებული წარმოებები და შემოსავლების კლება. გუშინ რაც მოხდა – ხალხმა გააძევა ისინი, ერთი პოლიციელი არ იყო გარშემო სპეციალურად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაკეთებული აქცია და ხალხი აიძულეს, რომ სამართალი თავიანთ თავზე აეღოთ, ამიტომ, მსურს ზოოპარკის დირექტორს გადავცე, ფრთხილად იყოს, ასეთი რაღაცები არ შეიძლება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინწინ ბათუმის პიაცაზე პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის მელორ ვაჩნაძე დააკავეს, რომელიც სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.