აქტუალური
აქციაზე გამოჩნდნენ სამღვდელოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, რომელთა განცხადებით, ისინი აქ დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად არიან. ამასთან, სამღვდელოების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი უერთდებიან აქციის მონაწილეების მოთხოვნას.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი 3 დღის წინ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით განხორციელდა. გუშინ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, ჭელიდან, წალკიდან და ხულოდან ჩასულმა მუსლიმებმა მინარეთის დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. გვიან საღამოს კი ბათუმის მეჩეთში შეკრებილებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ აცნობა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მინარეთს ადგილზე დააბრუნებენ. მისი დამონტაჟება დღეს საღამოს 7 საათამდე, ტექნიკური და იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ არის დაგეგმილი.